როგორ მახსოვს 2012 წლის გაზაფხული და ზაფხული,როგორ მენატრება ყოველი წამი,ყოელი წუთი.როგორ მახსოვს მე,მარონა,წერტილა და ვამპირა :დ კოსტას რო ვუკაკუნებდით და მერე რო ჩემს პადიეზდში გავრბოდით ხოლმე,მე და მარონა ღამით რო მივდიოდით ჩემს პადიეზდში და მანანას კარებს რო ვადებდით იქნებ მაგის და მაგიც საყვარლების ხმა გაგვეგო :დ მერე რო კოსტას ვუკაკუნებდით და გინებით რომ გამოდიოდა ხოლმე.კიდევ ისიც კარგად მახსოვს სახურავზე ("კრიშაზე") რო ავედით,ხედი მართლა კარგი იყო,კიდევ კარგი ვერ დაგვინახედ :დ.მერე კიდევ დამლახუჭას რომ ვთამაშობდით,მე,წერტილა და მარონა ერთად რომ ვიმალებოდით ხოლმე და მე რომ გავასწარი ჩემ პადიესდში ორივეს და მერე მარონა რო მორბოდა ჩემსკენ იქ ლეკვი იყო და ლეკვს ფეხი ვკარი და მარის შეასკდა ზედ,ვიხოცებოდით სამივე სიცილით :დ.ისიც მახსოვს "ამის პატრონმა რა ჰქნა"-ს რომ ვთამაშობდით მე,მარი,წერტილა და მაკა და მარიმ რო თქვა წავიდეს მაღაზიაში და ვალერიანი იკითხოსო,მერე წავედი,ისინი მეუბნეოდნენ არაო და მერე მაინც ვიკითხე,მითხრეს გვქონდა ადრე და ეხლა აღარააო.მერე დაიწყო თუ დაიწყო თამაში :დ ესეიგი დავეთრეოდით მაღაზიებში და ვკითხულობდით მონოს ნაყინი გააქვთო?ბილაინის ტელეფონიო,კომეტის დამწვარი ნაყინი გვინდაო.ერთხელ თონეში მივედი და ვიკითხე ტალახიანი ხათუნა აქ ცხოვრობსთქო?და არაო,მერე იმ ქალს ვისაც მე ვკითხე თურმე მართლა ხათუნა რქმევია.მე და მარი პატარები რომ ვიყავით მოვიფიქრეთ ესეთი რაღაც:ჩამოვიტანეთ ფურცლებიდა კალამი,მერე დავაწერეთ სათაურად აფიშა :დ მერე დავწერეთ დაიკარგა ჩანთაო და ამ ნომერზე დარეკეთო,რაღაც ნომერი მოვიგონეთ და ყველა მეზობლის კარზე დორბლით მივაკარით.მერე კიდე ამ წაფხულსაც გავაკეთეთ ეგ ოღონდ სათაურად განცხადება დავაწერეთ (ის ფურცლები დღესაც მაქვს) და ტექსტი ასეთი:"დაიკარგა დიორის ჩანთა 2011 წლის ბოლო კოლექციიდან,ჩანთაში იდო პასპორტი და მარგალიტის საყურეები." მერე ბოლოში ამ ბლოგის მეორე ადმინის,მედეას ნომერი დავაწერეთ.ერთხელ მე მაგან და ერთმა ბავშმა (დედაჩემის მეგობრის შვილმა) იმ ბავშვის მეგობარს დავურეკეთ და ვუთხარი პოლიციაში ხართ დაბარებულითქო და ის ბავშვი ისტერიკებში ჩავარდა და დედამისმა კიდე ერთი კარგად გამოგვლანძღა და გვითხრა ხვალ პოლიციაში უნდა ვანახო თქვენი ნომერიო და უნდა დავაჭერინო თქვენი თავიო.მარა მეორე დღეს არაფერი არ მოხდა.ისიც მახსოვს მე და მარი რო ერთ ნაყინს ვჭამდით ერთად და ერთ კოკაკოლას ვსვამდით :დ კიდე იმდენი რაღაც მახსოვს რო.ყველაზე მეტად ის დრო იმიტომ მენატრება,როდესად ისეთი ადამიანი გავიცანი რომ.......და კიდევ ისეთი რაღაც მოხდა,ისეთ კარგ ალხს შევხვდი.ახლა კიდევ მარტო მე და ვამპირა მივდივართ ხოლმე იმ ადგილას და იქ ვნახულობ ხოლმე მარა ყველას ვერა,იმას ვნახულობ ვინც ყველაზე მეტად....კიდევ ზაფხულში იმდენჯერ ვიჩხუბე 2 ბავშვთან (ანანო და მარიამი).ეხლა მარონა სხვაგან ცხოვრობს და ისე ხშირად ვეღარ ვნახულობ.როცა იმ დროს ვიხსენებ ყოველთვის ცრემლები მადგება თვალზე და ყოველთვის გული მტკივა :'| მაგრამ აი ამ გაზაფხულბე და ზაფხულზე აუცილებლად დავიბრუნებ იმ დროს და იმ ადამიანებს,რომლებიც ძალიან მენტრებიან,რისი გაკეთებაც არ უნდა მომიხდეს მაინც გავაკეთებ და არც ისე ძალიან გამიჭირდება.მე და მაროო <3 როგორ ვიგიჟეეთ :)


ჩვენი ხელმოწერა :დ



ეს დღეც მახსოვს,რა ვიგიჟეეთ :დ თან მგონი ის დამპალი დავინახე მაშინ :||| ხეებზე ვეკიდებოდით :))
დაჩის ვარცხნილობაა :) ფონს არ ვიმჩნევთ :დ
BFF ✔Best Friend Forever
საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ ☮☯♥♪♫♬★☺☼☾❤






.jpg)


No comments:
Post a Comment